Home » სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრს არ ასახავს
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრს არ ასახავს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომელიც ხშირად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსისა და დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს (1; 2; 3), ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით: „აი, ესეც აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი“. ფოტოზე ჩანს მამაკაცი, რომელსაც ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. პოსტის მტკიცების მიხედვით, ის აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრია (არქივირებული ბმული).

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ფოტოსურათი სხვადასხვა გასართობ გვერდზე უკვე წლებია ქვეყნდება. რუსული გვერდები იდენტური აღწერით აზიარებენ, თითქოს ფოტოზე გამოსახული მამაკაცი აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრია.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პიტ ბუტიჯეჯი, რომელიც ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს, რეალურად, სრულიად განსხვავებულად გამოიყურება და ზემოაღნიშნულ ფოტოში აღბეჭდილ მამაკაცს არ ჰგავს (იხ. ფოტო).

2021 წელს პიტ ბუტიჯეჯი პირველი ღიად გეი მინისტრი იყო, ვინც ამ თანამდებობაზე აირჩიეს და სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ვრცელდება მისი მისამართით მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ფოტოზე გამოსახული პიროვნება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრია, ტყუილია.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]