Home » დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდ Metromoney-ის მიერ გავრცელებული განცხადებების (ბმული 1, 2, 3, 4, 5) თანახმად, საქართველოს მაცხოვრებლებს მინიმალურ ფასად სამგზავრო ბარათის შეძენა და ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა შეუძლიათ.

განცხადებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაცხოვრებლები გათამაშების ფარგლებში Metromoney-ის სატრანსპორტო სარეკლამო ბარათის შეძენასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ მგზავრობას მხოლოდ 2,84 ლარად შეძლებენ. ხოლო ინფორმაციის თანახმად, თბილისელებს შეთავაზების ფარგლებში იმავე უპირატესობებით სარგებლობისთვის ბარათის შეძენა მხოლოდ 1 დოლარად შეეძლებათ.

სინამდვილეში, Facebook-ანგარიში Metromoney 2024 წლის 1-ლ ივლისს შეიქმნა, არაავთენტურია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არ ეკუთვნის. აღნიშნული Facebook-გვერდის შესახებ არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული არ არის და მას მხოლოდ 88 მოწონება აქვს.

Facebook-გვერდის მიერ გათამაშების შესახებ ინფორმაცია პირველად 2024 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა. მას მალევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]