Home » სოციალურ ქსელში RFID ჩიპების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში RFID ჩიპების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში  Facebook- მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც რუსულენოვანი მოქალაქე ამტკიცებს, რომ ტანსაცმლის ეტიკეტში გამოყენებულია მიკროჩიპები, რომლითაც ადამიანების ადგილმდებარეობის დადგენა და სხვა პირადი ინფორმაციის, მაგალითად, პასპორტის მონაცემების მოპოვება ხდება (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია VoxCheck-მა, ხოლო იმავე შინაარსის მტკიცება AP News-მა უარყო.

ვიდეოში საუბარია RFID უსადენო კავშირის სისტემაზე, რომელიც შედგება ტეგებისგან (tag) და მკითხველისგან. ტეგები ახლოს მდებარე მკითხველებს რადიოტალღების საშუალებით გადასცემენ ინფორმაციას იმ პროდუქტების შესახებ, სადაც თავად არიან განთავსებულნი.  თავის მხრივ, მკითხველი არის მოწყობილობა, რომელსაც აქვს ერთი ან რამდენიმე ანტენა, რომელიც ასხივებს რადიოტალღებს და იღებს სიგნალებს RFID ტეგიდან პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. RFID ტეგები შეიძლება იყოს პასიური ან აქტიური.  აქტიურ RFID ტეგებს აქვს გადამცემი და საკუთარი ენერგიის წყარო (როგორც წესი, ელემენტი) და გამოიყენება მაღალი ღირებულების საქონლის თვალყურის დევნებისთვის, რომლებიც დიდ მანძილზე სკანირებას საჭიროებენ. თუმცა მსგავსი ტეგები ძვირია.

ტეგი, რომელსაც მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, პასიურია და არ აქვს ელემენტი. პასიური ტეგები გამოყენება შედარებით იაფი ნივთებისთვის თვალყურის სადევნებლად. საცალო მაღაზიები, მათ შორის Victoria’s Secret, Walmart, Target, Nike და სხვები,   პასიურ ტეგებს, მათი პროდუქტის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, წლებია იყენებენ. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე RFID მონაცემების რეალურ დროში დამუშავების საშუალებას იძლევა, რაც კომპანიებს პროდუქტის წარმოების დაგეგმვასა და ოპერატიული მიზნების განსაზღვრაში უწყობს  ხელს.

პასიური RFID ტეგები

პასიური RFID ტეგები  მაღაზიებს და მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ზუსტად დათვალონ ინვენტარი. სკანირების საშუალებით, შესაძლებელია, რამდენიმე ნივთის ერთად დათვლა, რაც ამარტივებს და აჩქარებს პროცესს. ამავდროულად, ტეგები შესაძლოა,   უსაფრთხოების სისტემებში ქურდობის პრევენციისთვის იქნას გამოყენებული. მაღაზიებში, გასასვლელში განთავსებული წამკითხველები ამჩნევენ ჩიპებს და ატყობინებენ უსაფრთხოების სამსახურს, თუ ტანსაცმელი მაღაზიის ტერიტორიას დატოვებს. RFID ტეგები  ასევე გამოიყენება საქონლისა და ტვირთის კონტროლისათვის, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს, აკონტროლონ ინვენტარი და სწრაფად აღმოაჩინონ დანაკლისი ან გადამეტებული ნივთები.

ობურნის უნივერსიტეტის RFID-ის ლაბორატორიის დირექტორის, ჯასტინ პეიტონის შეფასებით, პასიური ტეგების მავნე მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელია, რადგან RFID ტეგები კარგად არ მუშაობს წყალთან ან ლითონთან ახლოს, ამიტომ ისინი კარგად ვერ იმუშავებს ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროსაც. ამავდროულად, იმის გამო, რომ პასიურ RFID ტეგებს ელემენტები არ აქვთ, ისინი მხოლოდ მაშინ მუშაობენ, როდესაც წამკითხველებისგან 5 მეტრის რადიუსში მდებარეობენ. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება RFID ტეგების შესახებ, რომ თითქოს მათ სატელიტებთან აქვთ კავშირი და  ადამიანებზე თვალთვალის მიზნით გამოიყენება, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]